Saturday, February 20, 2010

ჩვენს უბანში მდებარე ეკლესიათა ისტორიები

დავინტერესდით ჩვენს უბანში მდებარე ეკლესიებით.
უპირველეს ყოვლისა ,ვესტუმრეთ წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიას. ტაძრის ეზოში მამა ისე შეგვხვდა. როდესაც მას ჩვენი იქ მისვლის მიზეზი ავუხსენით, მამა ისემ ჩვენი თავი მესანთლეს ჩააბარა,რომელმაც ეკლესიის შესახებ შემდეგი ინფორმაცია მოგვაწოდა: აღნიშნული ტაძრის პირველი ნაწილი VIII საუკუნეში აუშენებიათ.ერეკლე მეორის პერიოდში, კი მისთვის მეორე ნაწილი მიუშენებიათ. ძველად ეკლესია საგვარეულო ყოფილა და იგი სუმბათაშვილებს ეკუთვნოდათ. დიდი პატივისცემის ნიშნად მათ ამავე ეზოში მიუჩინეს სასუფეველი. აქ მოღვაწე მამებიც ეკლესიის ეზოში დაუკრძალავთ.(სქემმონაზონი კირილე,მღვდელი ბასილი და დეკანოზი საბა)

ეკლესიაში ბევრი ხატია ,ამის გამო , შეიძლება, თვალი არც კი მიგვეპყრო იმ ერთზე ,რომელზეც ყურადღება ჩვენმა მეგზურმა გაამახვილა. ეს იყო წმინდა ბარბარეს სასწაულმოქმედი ხატი. მისი წყალობით ბევრი ადამიანი განიკურნა. იგი იმითაც არის განსაკუთრებული ,რომ მას სამი შარავანდედი აქვს. სამივე მათგანი სიმბოლური დატვირთვის მატარებელია. მათი სიმბოლოებია: მოწამეობრივი,ქალწულებრივი და წმინდანის. ბარბარეს ხატის ისტორიის მოსმენის შემდეგ ,გადავინაცვლეთ კანკელის ღვთისმშობლის ხატისაკენ,რომელიც მირონმდინარე ყოფილა. მირონის ნაკვალევი მას კიდევ აჩნდა. ტაძარს ერთი მამაო ჰყოლია , სწორედ ის, ვინც ეკლესიის ეზოში შეგვხვდა და დაგვეხმარა. მისი სრული სახელი დეკანოზი ისე არხოზიშვილია. მამა ისეს დიდი ღვაწლი მიუძღვის ტაძრის შემკობაში. მისი ხელმძღვანელობით მოიხატა ეკლესია და მოპირკეთდა კედლები( და არამარტო..... )

ეკლესიიდან წამოსვლამდე ყველაფერი კადრში დავაფიქსირეთ,შემდეგ კი წმინდა ქეთევანის სახელობის ეკლესიისაკენ გავემართეთ.

მეხუთე საავადმყოფოს ეზოში შესულებს ულამაზესი ,აგურით ნაშენი ბაზილიკის ტიპის ეკლესია და გუმბათოვანი სამრეკლო დაგვხვდა. იმ დროს ეკლესიაში პარაკლისი მიმდინარეობდა,ამიტომ ტაძრის შიდა ხედები ვერ გადავიღეთ. წმინდა ქეთევანის სახელობის ეკლესიას მამა შოთა უდგას სათავევეში. არ გვინდოდა პარაკლისის დროს ხმაურის გამოწვევა, ამიტომ ჩვენ ბოგდან ხმელნიცკის 6 ნომერში გავეშურეთ,სადაც ასევე წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია მდებარეობს. აღსანიშნავი და საამაყოა ის ფაქტი,რომ თბილისში მდებარე 5 ბავშვთა მფარველი წმინდანის სახელობის ეკლესიიდან ორი, სწორედ, ჩვენს უბანშია. ეკლესიასთან მიახლოებისას შევნიშნეთ ,რომ იქ გალავნის მოპირკეთების მიზნით სამუშაოები იყო დაწყებული. ყველა დაგვეთანხმება რომ ტაძარში შესვლისას

სულიერად ვმშვიდდებით. იქ შევლისასაც შიგნით განსაკუთრებული ატმოსფერო სუფევდა. პიველი, ვინც ეკლესიაში დავინახეთ,იყო დამლაგებელი. ჩვენ გავესაუბრეთ მას და ვთხოვეთ მოეყოლა ჩვენთის ,რაც მან ეკლესიის შესახებ იცოდა. დამლაგებელისაგან ზრდილობიანი უარი მივიღეთ, თუმცა შემდეგ ხათრი ვეღარ გაგვიტეხა და გვიამბო , რომ ეს ტაძარი ჩიჯაკვაძეებმა ააშენეს.ისინი აქვე დაუკრძალავთ. ეს ეკლესიაც ,მსგავსად ყველა ზემოთაღნიშნულისა, მართლმადიდებლურია. აქ ღვთისმსახურება აღესრულებოდა როგორც ქართულ,ისე რუსულ ენაზე. კომუნისტების პერიოდში ეს ეკლესია რუს "ბაბუშკებს" შემოუნახავთ . აქ არასოდეს შეწყვეტილა ღვთისმსახურება. დღესდღეობით ტაძრის წინამძღვარი თბილისის მთავარხუცესი ,მაღალღირსი დეკანოზი მამა ელგუჯა ლოსაბერიძეა.
ჩვენი მარშრუტის დასასრულს ვესტუმრეთ წმინდა გიორგის ეკლესიას. აქ მატრონასა და საქართველოს დიდების ხატებს მირონი სდიოდათ.ეკლესია ახალი აშენებულია ,ამიტომ ჯერ არ არის ფრესკებით გაფორმებული. ტაძარი მოქმედია და ჰყავს სამი მამაო: მამა სამუელი , მამა კონსტანტინე და მამა აბელი .აქ ღვთისმსახურება ყოველთვის აღევლინება და საოცარი ატმოსფერო სუფევს.

Wednesday, December 23, 2009















1. პროექტი: ” იქ სადაც ჩვენი ნატერფალებია.”
/ჩემი უბანი, ჩემი სკოლა
/

2. პროექტის მოკლე აღწერა:

პროექტის მიზანია მოსწავლეებმა შეისწავლონ საკუთარი უბანი, სკოლა, სადაც უწევთ ცხოვრება და ცოდნის შეძენა. მოახდინონ კვლევა, შესწავლა და მიღებული ცოდნა გადასცენ მომავალ თაობას.

3. პროექტის სრული აღწერა:

106-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლობენ საკუთრ უბანს, იკვლევენ მის ადგილმდებარეობას, რელიეფს, ჰავას, ბუნებრივ რესურსებს. მოიპოვებენ ინფორმაციას მისი ისტორიის, ქუჩის სახელწოდების , დემოგრაფიის, კულტურის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ, აღრიცხავენ კულტურულ ძეგლებს.
იკვლევენ სკოლის დაარსების ისტორიას, ხვდებიან სკოლის ყოფილ დირექტორებს, პირველ მასწავლებლებს, კურსდამთავრებულებს და აგროვებენ მასალებს თუ რა დამსახურება მიუძღვით ქვეყნის წინაშე, რა წარმატებებს მიაღწიეს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. შეაგროვენ სკოლის ცხოვრების ამსახველ დოკუმენტურ მასალებს, იღებენ ინტერვიუებს.
4. მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი
5. ვადები-ხანგრძლივობა 2009-2010 სასწავლო წელი;
6. პროექტის აქტივობები:



დისკუსიების გამართვა, კვლევა, მოძიებული მასალის განთავსება ბლოგში. მოძიებული მასალის ელექტრონული ვერსია.
7. მოსალოდნელი შედეგები;



აკეთებენ ჩანაწერებს, ამზადებენ ბუკლეტებს, იღებენ სურათებს, აკეთებენ საკუთარი უბნის, სკოლის ისტორიას და არქივს, ქმნიან ელექტრონულ ვერსიებს. ვიდეო დოკუმენტურ მასალებს, გაიღრმავებენ კომპიუტერთან მუშაობას და ცოდნას.
8. სარგებელი სხვებისათვის;


მომავალ თაობას გადაეცემა ეს მასალები, რითაც საშუალება ექნებათ იცოდნენ ბევრი რამ საკუთარი უბნისა და სკოლის შესახებ, ინტერნეტის საშუალებით მათი თანატოლები გაიცნობენ მათ პროექტს, მათთვის უცნობ ადგილებს და თბილისის ერთ-ერთ ლამაზ უბანს.
9. სამუშაო ენა-- ქართული




10. სხვა სკოლებთან მონაწილეობა---






11. საგანთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი--


ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს შემდეგ საგნებში: ქართული ენა, წერის კულტურა, ინტერვიუს აღება, მასალის მოძიება, ლეგენდების თქმულებების შეგროოვება. გეოგრაფია, გეოგრაფიული მდებარეობის შესწავლა, რელიეფის, ჰავის, ტრადიციების, ბუნებრივი რესურსების, დემოგრაფიის შესწავლა. ისტორია, საარქივო მასალების მოძიება, კულტურული ძეგლების შესწავლა. ბიოლოგია, ფლორა და ფაუნის შესწავლა. ინფორმატიკა. გაიღრმავებენ ცოდნას საინფორმაციო ტექნოლოგიურ საშუალებებზე, ქმნიან ელ. ვერსიას.
12. პროექტის ფასილიტატორი----ცირა ბახტაძე;
13. ფასილიტატორის ელ. ფოსტა-cirabaxtadze@gmail.com.